საკანონმდებლო წინადადება - აღმზრდელთა რეესტრს სახელმწიფო შექმნის

15 მარტი 2018, 00:00 2706 ნახვა

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადება და საკითხი, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს – საქართველოში შესაძლოა მალე აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრი შეიქმნას. წინადადების მიხედვით რეესტრის წარმოებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში სახელმწიფო ბაზით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი, კერძო სააგენტოებისთვის კი სავალდებულო და ფასიანი იქნება.

საუბარია რეესტრზე, რომელშიც აღმზრდელად დასაქმების მსურველები შესაბამისი სამედიცინო შემოწმების, თუ აუცილებელი უნარების დადასტურების შემთხვევაში მოხვდებიან. ინიციატივის მომხრეები ფიქრობენ, რომ ბავშვის უსაფრთხო აღზრდაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აიღოს.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი