მეურვეობის მსურველების მორიგი გასაუბრება – ამჯერად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უსმენენ.
უმაღლეს საბჭოს არაუმეტეს 3 კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ერთ კვოტაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს. კითხვები ძირითადად პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობას, აჭარის ტელევიზიის შენობის საკითხს და ბიუჯეტის გაზრდას ეხებოდა.