''ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია'' - ევროკავშირის პროექტი

15 მარტი 2018, 00:00 1958 ნახვა

„ყველა ჩვენგანი  დასაქმების უნარიანია„ - ღონისძიებაზე   საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ  ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული 4 პროექტის შედეგები და მიღწევები წარმოადგინა, სადაც პილოტირებულია ინოვაციური მიგნებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით  განხორციელდა პროექტის ფარგლებში 100-მა ადამიანმა იპოვა სამსახური. წამოწყებული იქნა  240 მცირე ბიზნესი  და 3 ათასმა ადამიანმა ტრენინგი გაიარა. 2014 წლიდან ევროკავშირს 80 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი საქართველოში დასაქმების პრობლემას მოსაგვარებლად,  რაც გულისხმობს  დასაქმებისთვის რელევანტური  განათლების სისტემის შემუშავებას, დასაქმების   უკეთესი სერვისის განვითარებას და შრომის  ბაზრის გაუმჯობესების ანალიზსს.

ამავე კატეგორიაში