15 მარტს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ბათუმის, ქობულეთისა და აჭარის მაღალმთიანეთის აბონენტთა ნაწილს შეეზღუდებათ.
‘’ენერგო პრო ჯორჯიას’’ ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, ეტაპობრივად, თამარ მეფის გამზირის, გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე სოფლებს: წინსვლას, სალიბაურს, განთიადს და თამარის დასახლების ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდებათ. საუბარია 4892 აბონენტზე.
შეზღუდვებით მიეწოდება ელექტროენერგია ქობულეთის მოსახლეობასაც. 10:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, 5330 აბონენტი შუქის გარეშე დარჩება. ელექტროენერგია ეტაპობრივად გაეთიშება სოფლების: ლეღვას, ქაქუთის, ჭახათის, ხუცუბნისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.
ასევე აღმაშენებლის, რუსთაველის, გურამიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებს და დაბა ჩაქვის ნაწილს.
რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს. ხულოში 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: გორგაძეები, ღორჯომი, წაბლანა, ბოძაური, ბეღლეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
11:00დან 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის 2346 აბონენტს შუქი გაეთიშება. საუბარია სოფლებზე: კვაშტა, ვაიო, აგარა და მიმდებარე სოფლები.
ანალოგიურ პერიოდში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯაბნიძეების, ტბეთის, მახალაკიძეების, ოლადაურისა და დარჩიძეების მოსახლეობა, ელექტროენერგიის გარეშე იქნება.