ქობულეთში 50 ჯანმრთელი ხე მოჭრეს

12 მარტი 2018, 00:00 6209 ნახვა

სოფელ კვირიკეში 50  ხე მოჭრეს, ნაწილი კი გადაჭრეს - სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით  სოფლიდან ასწლოვანი ევკალიპტი გადააქვთ.

ასწლოვანი ხე რეზო ჯინჭარაძის ოჯახს ეკუთვნოდა, იგი ყოფილმა პრემიერმა  გამოისყიდა. 

რაც შეეხება 50 ხეს, რომლებსაც სოფელ კვირიკეში ქარსაცავის ფუნქცია ჰქონდათ, ხეები გზის გაყოლებაზე იყო დარგული, თუმცა მიწა კერძო საკუთრებაშია.

კვირიკეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ  მესაკუთრეემბმა  ხეების მოჭრის სანაცვლოდ ფული აიღეს.  "მიწის გაყიდვაზე საუბარი იყო, თუმცა ჩაირიცხა თუ არა თანხა არ ვიცი" - გვითხრა ვარდო ბოლქვაძემ, რომელიც ამ მიწის ერთ-ერთი მფლობელია.  ხეები, რომელიც ერთი კვირის წინ მოჭრეს,  ქმართან ერთად, ზუსტად 60 წლის წინ დარგო.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოსაჭრელად არ არის თვითმმართველობის თანხმობა საჭირო. ნებართვას, მხოლოდ მოჭრილი ხეების ტრანსპორტირებისთვის გასცემენ. 

მერიაში განმარტავენ, რომ სოფელი კვირიკედან 24 ცალი ​კრიპომერიის ჯიშის ხის მოჭრა და სახერხ-სამქრომდე ტრანსპორტირება მოქალაქე თემურ ყულეჯიშვილმა ითხოვა. 

მერიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა, დოკუმენტში ვკითხულობთ:  "აღნიშნული ხეები წარმოადგენს თქვენს საკუთრებას და შესაძლებელია მათი მოჭრა".

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ხეები ქარსაცავ ზოლად რეგისტრირებული არ იყო.  

სოფელ კვირიკეში მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გაავრცელა. პარტია აპირებს პროკურატურას მიმართოს.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი