“რა სურთ ქალებს” -დისკუსია

10 მარტი 2018, 00:00 2638 ნახვა

რა სურთ ნახონ ან მოისმინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზიისა და რადიოს ეთერში ? – ამ კითხვებს ქალებმა უპასუხეს, რომლებიც ერთ სივრცეში გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით შეიკრიბნენ. არხის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ პირადად მოისმინა სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მოსაზრებები, ქალებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე.

დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობის სურვილია,   აჭარის ტელევიზიით იხილონ საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემები, რაც მათივე თქმით,   ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქალების სამოქალაქო აქტიურობას. შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზად- განათლების ნაკლებობა დასახელდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრობლემა ძალადობის აღიარებასა და ქალების მხრიდან ნაკლებ სოლიდარობაშია. დისკუსიას ბათუმის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე უძღვებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი