საინფორმაციო ცენტრი “ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ”

10 მარტი 2018, 00:00 1947 ნახვა

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (“დი სიეფ თი ეი-ს” -  ანუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს. აქ მეწარმეებს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებს და იმ რეგულაციებს გააცნობენ, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრადაა საჭირო.

ეს ეხება როგორც წარმოებული პროდუქციის შეფუთვას, ასევე ეტიკეტირებას და ზოგადად რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი ევროპაში საექსპორტოდ. საქართველოში სულ ოთხი ასეთი ცენტრი მოქმედებს, რომლის მიზანი კონსულტაციების  და ტრენინგების მეშვეობით. მეწარმეების დახმარებაა. საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია სიმბოლურად ერთ-ერთ საწარმოში გაიმართა და მას ოფიციალურ პირებთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი