კონკურსი ახალგაზრდულ გადაცემაში მოხალისეების შესარჩევად

09 მარტი 2018, 00:00 2403 ნახვა

საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  “თავისუფალ ჟურნალისტთა  სახლთან ” ერთად  იწყებს  ახალგაზრდულ  გადაცემათა  ციკლის მომზადებას. თუ თქვენ ცხოვრობთ აჭარის რეგიონში გთავაზობთ მოხალისის სტატუსით ჩაერთოთ გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგის”  პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაგეგმოთ და მოამზადოთ  გადაცემა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.

კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია  16-დან 25  წლამდე ახალგაზრდებს.

გადაცემათა ციკლი მომზადდება პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,  რომლის მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

მონაწილეობის მსურველებმა ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com  20 მარტამდე გააგზავნეთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა).

მოხალისეები შეირჩევიან გასაუბრების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 592 59 24 24

 

ამავე კატეგორიაში