„მე ვარ ქალი - აღიარე!

08 მარტი 2018, 00:00 3972 ნახვა

თბილისში იუსტიციის სახლთან დღეს ორი აქცია გაიმართა. მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

ერთი აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი - „მე ვარ ქალი - აღიარე !" - ქალთა მოძრაობამ გამართა.

კონტრაქციაზე  კი ორგანიზაცია „ზნეობისა“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ქალთა მოძრაობა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვს.

‘’ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს გვაწუხებს, პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურაა. იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უნდა უზრუნველყოს, ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე’’ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, კვერცხი ისროლა. პოლიციამ  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი დააკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი