თუ თქვენი მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდეა დამზადებული, იგი 23 დღეში, 2018 წლის 1 აპრილს უკვე ძალადაკარგული იქნება.
შესაბამისად, ავტომობილის მართვას ახალი მართვის მოწმობის დამზადებამდე ვერ შეძლებთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მართვის მოწმობის შეცვლას არ ესაჭიროება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
მართვის მოწმობების გამოცვლის ვადა 1 იანვრამდე იყო, თუმცა მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო ვადა სამი თვით გახანგრძლივდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს.