საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს ან ხვალ დაუბრუნებენ. საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ილია მეორისთვის გამოგზავნილი საპასუხო წერილი გაასაჯაროა.
ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც კი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს მიიღებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ” - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.