ავტომობილებზე გამოწერილი ვიდეოჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო

07 მარტი 2018, 00:00 5626 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, თუ დაარღვიეთ საგზაო უსაფრთხოების წესი, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) მოგეწოდებათ. sms მიღებიდან 10 დღეში თუ გადაიხდით ჯარიმას, 20%-იანი შეღავათით ისარგებლებთ.

ახალი წესის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. 

თუ ჯერ არ გაქვთ  ვიდეოჯარიმების შესახებ სრული ინფორმაცია, სამინისტრო დამატებით აკეთებს განმარტებებს:  ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაცია მოგივათ სმს შეტყობინებით, თუ ჯარიმის თანხას 10 დღეში არ გადაიხდით, ქვითარს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ფოსტით გამოგიგზავნიან. 

თუ ვერ გადმოგცეს რეგისტრაციის მიხედვით ქვითარი, 30-დან 60 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას განმეორებით გამოგიგზავნიან.  ამჯერადაც თუ ვერ მოგაწოდეს ქვითარი  www.police.ge გამოქვეყნდება და ერთ თვეში ჩაბარებულად ჩაითვლება.

ამის შემდეგ ჯარიმის დაფარვის ვალდებულება გაქვთ, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯერ დაგერიცხებათ საურავი, შემდეგ კი კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი ამოქმედდება;

კიდევ ერთი სიახლე, ვიდეო და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა. 

თქვენ ჯარიმის დაფარვა ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ;

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმა შემდეგ ფაქტებზე გამოეწერებათ:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

 

 

  

  

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი