ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი

06 მარტი 2018, 00:00 1889 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გადასცემენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, მანამდე კი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქის საპასუხო წერილი გაასაჯაროვა.

მიმოწერა სწორედ ტატუნაშვილის საქმეს ეხებოდა. ცხედრის უახლოეს პერიოდში გადმოსვენებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება პრემიერმაც გააკეთა. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას მოითხოვს რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებისგან, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

პარალელურად პარლამენტი კომიტეტებში უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს. მმართველ გუნდს იმედი აქვს რომ პარლამენტარები ერთიან ტექსტზე შეჯერდებიან. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში