სახლების ქურდობის შემდეგ, ქურდობა ავტობუსებში – გახშირებულ შემთხვევებზე აქტიურად წერენ მოქალაქეები ფეისბუქში. გვიყვებიან რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალურ ტრანსპორტში ბევრი ადამიანი გაქურდეს – ერთ-ერთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული.
ავტობუსებში შეხვდებით ვიდეო-თვალთვალის აღმნიშვნელ სტიკერებს, თუმცა რეალურად კამერა არცერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში არაა დამონტაჟებული.