ქარის  შედეგად   დაზიანებულ   სახლებს  კომისია შეისწავლის

06 მარტი 2018, 00:00 1602 ნახვა

 ქობულეთში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის. ქარმა დააზარალა სახალვაშოში, კვირიკეში, წყავროკასა  და ზედა ლეღვაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახი. ცეცხლაურსა და ქობულეთში კი ნაწილობრივ დაზიანდა  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები.  მერიის ინფორმაციით, უკვე აღდგა ქარის შედეგად დაზიანებული მეორე საბავშო ბაღის სახურავი და სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი