მეტი ჩართულობა, მეტი რესურსი, მეტი ფინანსები და უფრო დეცენტრალიზებული თვითმმართველობა – ეს მთავრობის სტრატეგიაა. რეფორმის ფარგლებში, თვითმმართველობების გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობა ამ ძირითადი მიმართულებების განხორციელებას გეგმავს.
იგეგმება მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების 4-დან 7%-მდე გაზრდა. რეფორმის ავტორები, უფლებამოსილებიზა და ფინანსური რესურსის ზრდასთან ერთად, მთავარ აქცენტს კომპეტენციისა და გამჭვირვალობის ზრდაზე აკეთებენ.
უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივ თვითმმართველობებში, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელმაც ამ მიზეზით რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს მიმართა.