მშენებლობა დამცავი ბადეების გარეშე

04 მარტი 2018, 00:00 2496 ნახვა

ანალოგიური შემთხვევა მოხდა გიორგი ბრწყინვალის 143 ნომერშიც,   თუმცა  საბედნიეროდ  არავინ  დაშავებულა.    ახლომდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა  მასალებმა  საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აქ მცხოვრებლები  ამბობენ, რომ  ეს პირველი შემთხვევა არ არის და დამცავი  ბადეების არარსებობა საფრთხეს უქმნით.   რეაგირებისთვის  მოსახლეობამ  მშენებელ კომპანიას და მერიის ზედამხედველობის სამსახურს  მიმართა, მაგრამ  უშედეგოდ.  

16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შპს “დემე -21” აშენებს.  მშენებლობის დასრულებამდე 3 თვით ადრე  კომპანიაში დამცავი  ბადეების გაკეთების პირობას  დებენ. ქალაქის მერიაში  დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა.  პრეს - სამსახურში  გვითხრეს, რომ კომპანია  “დემე -21” უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის  ზედამხედველობის სამსახურმა  რამდენჯერმე გააფრთხილა, საჯარიმო სანქციები  კი მათ მიმართ არ გატარებულა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი