2 დაშავებული სამშენებლო მასალების გადმოვარდნის შედეგად

04 მარტი 2018, 00:00 2894 ნახვა

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ბათუმში.  შემთხვევა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, 62 -ნომერში მოხდა. დაშავებულების ოჯახის  ინფორმაციით, ძლიერი ქარის  დროს  გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა საცხოვრებელი სახლს დაეცა და სახურავი ჩაამტვრია, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალმა და  15 წლის მოზარდმა სხეულის  მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

მათი  მტკიცებით, მშენებარე ობიექტზე  უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა.  18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს  კომპანია ''ელიტმშენი“ აშენებს.  ზარალის ასანაზღაურებლად კომპანიის ადმინისტრაციამ  პასუხისმგებლობა აიღო და  დაზიანებული სახურავის აღდგენა   დაიწყო. ადგილზე  მერის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი