პატრიარქის წერილი

03 მარტი 2018, 00:00 2167 ნახვა

ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. როგორც უწმინდესი აღნიშნავს, გარდაცვლილის ოჯახს მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება არ ეძლევა , რაც საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი და საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. 23 თებერვალს, გაამთენიისას, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში