სიმსივნური დაავადებების გამოვლენა და პროფილაქტიკა

02 მარტი 2018, 00:00 2817 ნახვა

აღრიცხვიანობის გააქტიურებასთან ერთად დგინდება რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სიკვდილიანობა მომატებულია - მონაცემებში, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს და რომელიც 2017 წლამდე პერიოდს ეხება, მითითებულია რომ ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნის მიხედვით პირველ ადგილზე დედაქალაქი, შემდეგ იმერეთი, მომდევნო კი აჭარაა.

ყველაზე ხშირად დაავადება სარძევე ჯირკვალზე ვლინდება, შემთხვევების უმრავლესობა კი ქალებზე მოდის. არის თუ არა პრობლემა დაავადების დროული გამოვლენა? აღსანიშნავია რომ სახელმწიფო აფინანსებს გამოკვლევებს, რომლებიც პერიოდულად ტარდება, თუმცა ხშირად პრობლემას ქმნის საზოგადოების ცნობიერება და მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი