რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა მაისში ვერ დასრულდება- აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვე კიდევ გაგრძელდება.
პროექტის ღირებულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარია. აბუსერიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, 5- სართულიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფო უნდა მოეწყოს. მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.