ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ 101 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, პროცესი კი 1 მაისს დასრულდება - ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა ისაუბრა. ლაშა კომახიძემ თვითმმართველობის ახალი სტრუქტურა წარადგინა. მერიაში 9 ნაცვლად 10 სამსახური იმუშავებს, დაემატა ახალი განყოფილებებიც. ლაშა კომახიძის განმარტებით, სამსახურის უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ. ასევე გაუქმდა და გაერთიანდა რამდენიმე აიპი.
შეიქმნა ახალი, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც სამ განყოფილებას აერთიანებს. ერთი მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების განსაზღვრაზე იმუშავებს. მეორე სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულება, მესამე კი საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვას ჩაიბარებს.
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში ერთიანებდა, გარევაჭრობის, რეკლამისა და საიჯარო ნებართვების, ზედამხედველობის საკუთრების აღიარებისა და სერვისებისა და კორდინაციების განყოფილებები. იგივე სამსახური გაუწევს კოორდინაციას მერიის აიპებსა და შპს-ებს. ზედამხედველობის სამსახური ცალკე არ იფუნქციონირებს.
ქალაქ განვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახური 4 განყოფილებას აერთიანებს და ემატება ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში 4 განყოფილება და 5 აიპი გაერთიანდა. სამსახურს ახალი მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ბიუჯეტის განკარგვის, კონტროლის, სარეაბილიტაციო/სამშენებლოდ სასწავლო დაწესებულებების შერჩევის ფუნქცია თვითმმართველობებს გადაეცემათ. ბათუმის მერი ამბობს, რომ საჭიროა ახალი საკადრო რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება კავშირზე განათლების სამინისტროსთან.
მერიის ადმინისტრაციაში პროტოკოლის განყოფილება გაუქმდა.
მერიაში, ლაშა კომახიძის ბრძანებით 4 აიპის ლიკვიდაცია მოხდა. რეორგანიზაციის შედეგად კი 700 000 ათასი ლარი თავისუფლდება, ავტომანქანებისა და საწვავის განკარგვის წესის ცვლილებით ეკონომიამ კი 73, 400 ლარი შეადგინა.