გამწვანების აქცია მოაწყვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ციხისძირში იმ ტერიტორიებზე, საიდანაც დენდროლოგიურ პარკში ხეები გადაიტანეს, პარტიის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის საკრებულოს წევრებმა 30 ძირი ევკალიპტისა და ფიჭვის ხეები დარგეს. აქციის მონაწილეებმა მსგავსი აქტივობისკენ სახელმწიფო სტრუქტურებსაც მოუწოდეს.