ნინო ბაციაშვილი მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა სიაში დაწინაურდა. მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის -"ფიდეს" მიერ გუშინ გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით ბაციაშვილმა მე-11-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოში კი პირველ ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატზე, მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.