იაკობაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

01 მარტი 2018, 00:00 1967 ნახვა

იაკობაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ოჯახს თავშესაფარი არ გააჩნია, სახელმწიფომ კი სოციალური შემწეობა გასულ წელს შეუწყვიტა. ოჯახი კომპანია  „აჭარის წყალი ჯორჯიასაც“ მიმართავს, რადგან მათი თქმით, ერ შვილი 3 წლის წინ ჰესის მშენებლობაზე დაიღუპა.

კომპანიამ ბინა დაღუპულის მეუღლეს გადასცა, სადაც ახლა გარდაცვლილის ცოლი და შვილები ცხოვრობენ, პაატა იაკობაძის მშობლები კი თავს ე.წ. ოცნების დასახლებაში აფარებენ.

ოჯახმა დღეს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით “აჭარის წყალი ჯორჯიას” მიმართეს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებენ. ოჯახმა დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. უწყება მათ განაცხადს შეისწავლის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი