ცეცხლსასროლი იარაღი 19 ცალი ვაზნით სარფში აღმოაჩინეს

01 მარტი 2018, 00:00 3255 ნახვა

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 19 ცალი  ვაზნით აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში