ბათუმში ე.წ. გოროდოკის დასახლებაში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. იგი მოკლულია.
შემთხვევა დღეს მოხდა. მკვლელობის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს გვიდასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილი.