შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, გამნაღვითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. განმარტავენ, რომ უწყებაში მოქალაქის შეტყობინება შევიდა, რომელმაც უპატრონოდ დადებული კოლოფი ნახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში, სამართალდამცველები ამოწმებენ რა დევს აღნიშნულ ყუთში.
ტბელ აბუსერიძის ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათია სპეციალისტები მუშაობენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ ნაღმს ეძებდნენ.