პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. იგი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. 2007 წელს დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, . იგი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.