ერთდღიანი წვიმის შემდეგ ისევ გამოიდარებს და ხვალ, 27 თებერვალს, ბათუმში უნალექო და თბილი ამინდი იქნება.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა არ გაწვიმდება. 28 თებერვალი კი მზიანი და თბილი გველოდება, ტემპერატურა ღამით +8 დღისით +18 გრადუსამდე გათბება.
თბილი იქნება მომდევნო 2 დღე დასავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსები უნალექო, თბილ და მზიან ამინდებს ვარაუდობენ მაღალმთიან აჭარაშიც, აღმოსავლეთში კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურაც დაბალი იქნება.