ინდოეთში ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი ბომბზე აფეთქდა, რომელიც უცნობებმა მათ ერთ-ერთ საქორწინო საჩუქარში ჩაუდეს. ინციდენტი ოდიშას შტატში საქორწინო წვეულების შემდეგ მოხდა. საჩუქრების გახსნისას ერთ-ერთი მოულოდნელად აფეთქდა.
ადგილზე დაიღუპა სიძის ბებია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ცოლი კი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება. პოლიცია დამნაშავეებისა და ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპის დადგენას ცდილობს.