საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. იგი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.
საგამოფენო სივრცეები ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაა გათვალისწინებული. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა