იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

24 თებერვალი 2018, 00:00 1605 ნახვა

მოსამართლეთა უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ნინო გვენეტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება.

„უვადოდ დანიშნულ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით კითხვები აქვს მმართველ გუნდს„-ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. კითხვებია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი