გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

24 თებერვალი 2018, 00:00 1859 ნახვა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა. მისი თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.ვახო სანაიამ აღნიშნა, რომ პროკურატურა მათ არ დაკავშირებიათ და სწორედ ამიტომ, ისინი მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართავენ უწყებას. ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი