სამზადისი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის - შეხვედრა სასტუმროების მენეჯერებთან

21 თებერვალი 2018, 00:00 1737 ნახვა

როგორ ემზადებიან ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები   მოახლოებული ზაფხულის სეზონისა და ბათუმში დაგეგმილი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის? ინფორმაცია განთავსების ობიექტების ხელმძღვანელებმა ქალაქის მერსა და  აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გააცნეს. მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ კონკრეტულ საჭიროებებზეც ისაუბრეს, რომელთა მიმართულებითაც მათ თვითმმართველობის ხელშეწყობა სჭირდებათ. მოსაგვარებელ პრობლემებს შორის სასტუმრო “კოლიზეუმ მარინას” წარმომადგენელმა სანაპირო ზოლის დასუფთავება და ღამის საათებში ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი დაასახელა.

კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაცია ამ მიმართულებით მერიამ უნდა გაამკაცროს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კი  ბათუმში სექტემბერში დაგეგმილი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა იყო. ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობა, ასევე მთავრობა კერძო სექტორთან კოორდინირებულად იმუშავებს იმისთვის, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩატარდეს. მისივე თქმით, ზღვისპირა ქალაქში ტურისტების გაზრდილ ნაკადს ელოდებიან. 

ამავე კატეგორიაში