ბათუმში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სწორედ ამდენი K2 კოეფიციენტის გაზრდის შუამდგომლობით მიმართა მთავრობამ ბათუმის მერიას 2013 წლიდან დღემდე.
რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, არასრულ 4 წელიწადში, ბათუმის მერიასთან ინვესტორებს 167 უშუამდგომლა. უცნობია რამდენ მშენებელს უთხრა უარი.
ზურაბ პატარაძემ, არასრულ 2 წელიწადში, 62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია. მთავრობის ინფორმაციით 300 ინვესტორის განცხადება იყო შესული K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.