ფასდაკლების კვირეული აჭარიდან იწყება. “დისქაუნთ ვიქის” კამპანია, რომელიც ტურისტული სერვისების ფასდაკლებას გულისხმობს 24 თებერვლიდან 11 მარტამდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობენ სასტუმროები, კვების, გასართობი და სავაჭრო ობიექტები. პროექტში ჩართული კომპანიები მომხმარებელს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, არასეზონურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გააქტიურება და სპეციალური შეთავაზებებით დამსვენებლების მოზიდვა.
პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა. პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, აქციის მიზანია რეგიონი ვიზიტორებისთვის ოთხივე სეზონზე საინტერესო იყოს.ფასდაკლების კვირეულის კამპანიას ვიზიტორებს წელს უკვე მეორედ სთავაზობენ.