საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნავთობ პროდუქტების შემცველი წყლებით ზღვა დააბინძურა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა -1078 ლარის ოდენობით. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.