პარლამენტის თავმჯდომარის და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა

16 თებერვალი 2018, 00:00 2150 ნახვა

“მაუწყებლობის შესახებ” კანონი – საკითხი, რომელზეც სავარაუდოდ, პირველი ერთობლივი და ბოლო შეხვედრა გაიმართა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრას მედიაორგანიზაციებთან ერთად პირველი არხის მენეჯმენტი ესწრებოდა.

განსახილველი საკითხი კვლავ ვეტოდადებული ცვლილებებია. ხმაურისა და კამათის ფონზე, მედიამენეჯერები და მედიაექსპერტები უშედეგოდ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ირაკლი კობახიძე დაგეგმილი ცვლილებების ნეგატიურ და საფრთხის შემცველ შესაძლო შედეგებში.

პროექტის ინიციატორი პირველი არხის მენეჯმენტი კი პირიქით, ამტკიცებდა, რომ ცვლილებები პოზიტიურია და დადებითად აისახება არხისა და რეგიონული მედიაორგანიზაციების განვითარებაზე.

სარეკლამო დროის გაზრდა, სტარტაპების დაფინანსება და შესყიდვების განსხვავებული პირობა – პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს და მიანიჭებს თუ არა ბიუჯეტით დაფინანსებულ მაუწყებელს დამატებით პრივილეგიებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი