იუსტიციის სახლის მომსახურებას საერთაშორისო სიმბარათების გაცემის სერვისი დაემატა. საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს საშუალებას აქვთ ერთ სივრცეში აიღონ ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და უკვე დღეიდან - საერთაშორისო სიმბარათიც.
ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეირჩა. სიმბარათის შეძენა 15 ლარადაა შესაძლებელი.