ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში პროექტ ”დროის ბანკის“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდებს იმ ვებ-გვერდის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მოხალისეობრივად საკუთარი უნარების გაცვლას შეძლებენ.
''დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.