ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სუნელების დამზადებისთვის ერთი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.