სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

13 თებერვალი 2018, 00:00 2123 ნახვა

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქართველოს პატრიარქის მდივან - რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მოტივით მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სკანდალური საქმის გახმაურებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, სწორედ გასული წლის თებერვლის პირველ ნახევარში  გაავრცელა პირველი განცხადება პროკურატურამ. მამალაძეს ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და ანგარება შურისძიებით ჩაანაცვლა. ამ ნაწილს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაასაჩივრებს, საქმეს ზემდგომ ინსტანციაში წაიღებს დაცვის მხარეც. ქართული მართლმსაჯულების ამოწურვის შემდეგ კი ადვოკატები სტრასბურგისთვის მიმართვას აანონსებენ. 

ამავე კატეგორიაში