იაფი სახლის ტენდერი ისევ არ შედგა

12 თებერვალი 2018, 00:00 2419 ნახვა

ე.წ. ''იაფი სახლის'' ტენდერი არ შედგა. წინადადებების მიღება 3-დან 8 თებერვლამდე მიმდინარეობდა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

მერიაში გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდება. ე.წ. ''იაფი სახლის'' მშენებლობისთვის 2 მილიონ ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი. მერია 2 ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.

პროექტისთვის თანხა მერიის ბიუჯეტში თითქმის 4 წელია არის გათვალისწინებული, ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, თუმცა მშენებელმა ვალდებულებები ვერ შეასრულა, წინასწარ, ავანსად გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად მერიას დღემდე სასამართლო დავა აქვს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი