მიხეილ სააკაშვილის დაკავება და დეპორტაცია

12 თებერვალი 2018, 00:00 2481 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია. ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია ადასტურებს რომ სააკაშვილი ქვეყანაში შეუშვეს. მანამდე კი უკრაინის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი იმ ქვეყანაში დააბრუნეს, სადაც ბოლოს იმყოფებოდა.

პოლონეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი რეადმისიის შესახებ განცხადება გახდა, რომელიც მათ უკრაინის ეროვნული საიმიგრაციო სამსახურიდან მიიღეს და იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის მეუღლეა, მათ დააკმაყოფილეს უკრაინული  მხარის მოთხოვნა. დეპორტაციას სააკაშვილის ადვოკატი გატაცებას და უკანონობას უწოდებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი