ლონდონის აეროპორტი დროიებით დახურეს

12 თებერვალი 2018, 00:00 1903 ნახვა

ლონდონის აეროპორტი ,,ლონდონ სიტი", მდინარე ტემზაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო დროიებით დახურეს. ,,ბიბისის" ინფორმაციით, ბომბი კვირას ადგილობრივი დროით დილის 5 საათსა და 06 წუთზე აღმოაჩინეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილას სპეციალისტები გავიდნენ.

ბომბი ასაფრენ ბილიკთან ახლოს დაგეგმილი სამუშაოების დროს იპოვეს. უსაფრთხოების მიზნით 214-მეტრიანი აკრძალვის ზონა შეიქმნა, ხოლო აეროპორტში დაგემილი ყველა რეისი გაუქმდა. გარდა ამისა, აეროპორტთან მდებარე რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი