ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალ ექსპერტებს, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის წარმომადგენლები ცენტრში მიმდინარე სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაზე, ასევე საველე სწავლებებზე იქნებიან პასუხისმგებელი.