შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

09 თებერვალი 2018, 00:00 2524 ნახვა

ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია. მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები განსაზღვრულ დროში არ დაუწყია, რის გამოც შპს „უნივერსალი„ 29 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა, წინადადებების მიღება 28 თებერვალს უნდა დასრულდეს. აბუსერიძის ქუჩაზე ინფრატსრუქტურული სამუშაოებისთვის 550 ათასი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი