''აჭარის ტელევიზიის'' ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მანუჩარ კაციტაძე იქნება

08 თებერვალი 2018, 00:00 3111 ნახვა

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მანუჩარ კაციტაძე იქნება. საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძეს ჩვენთან საუბარში ამ ინფორმაციას არ უარყოფს.

კუპატაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა. აქამდე მანუჩარ კაციტაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მეორე სახაზო საპატრულო სამმართველოს ვაკე- საბურთალოს უფროსი იყო. 

კაციტაძე 2016 წელს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა -მთიანეთის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსად. 1981 წელს არის დაბადებული. არის 37 წლის. მანუჩარ კაციტაძემ ლევან მაისურაძე ჩაანაცვლა, რომელმაც უწყება იანვარში დატოვა. მაისურაძე მუშაობას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილედ აგრძელებს.

პრესამსახურში მაშინ თქვეს, რომ გადაწყვეტილება მაისურაძემ თავად მიიღო. აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა. მიმდინარე წლის იანვარში ცვლილებები განხორციელდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავთ

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში