ასწლოვანი ხეების გატანის გამო ხუცუბნის მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდა

07 თებერვალი 2018, 00:00 2089 ნახვა

ხეების ამოთხრა, სპეციალურ ქოთანში გადატანა, ტრანსპორტირება, გზებზე არსებული ხის ტოტების ჩამოსხლვა, ხშირად ინფრასტრუქტურის დროებით მოშლა და მოძრაობის შეჩერება აჭარაში ისევ გრძელდება.

ათობით გიგანტური ხე გადაიტანეს დენდროლოგიურ პარკში. კითხვები დღემდე ისმის გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი ხეებს კერძო მესაკუთრეებისგან და სახელმწიფოსგან ყიდულობს.

მესაკუთრეები არ ზარალდებიან, პირიქით ფინანსურ შემოსავალს იღებენ, თუმცა სხვა ტიპის ზარალზე საუბრობენ მოქალაქეები და ეკოლოგები. მაგალითად ერთ-ერთი ოჯახი ხუცუბანში, ხის გადატანისას გადათხრილი გზის გამო, ოჯახის წევრის, გმირის წოდების მქონე კაპრალი ავთანდილ ქამაშიძის საფლავს ვეღარ უახლოვდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში